იყიდება

 

 
 


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

 


 

 
რაჭის ისტორიიდან

 



   მ/წ 18 მაისს აშშ საერთაშორისო სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰეიკინი შეხვდა  სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დავით გაგოშიძეს. მათ ისაუბრეს რეგიონში ერთობლივად განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, შემდეგ კი  აშშ საერთაშორისო სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა და ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც საფუძველს ჩაუყრის ურთიერთთანამშრომლობას USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის ფარგლებში.

  

 


   მ/წ 11-13 მაისს ქ. ამბროლაურში გაიმართა  საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,საშობაო ნაძვის ხის ფონდის” მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკურ  გამოკვლევებს უფასოდ. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პედიატრებს, ოფთალმოლოგებს, სტომატოლოგებს.  პატარებს დაურიგდათ სხვადასხვა სახის საჩუქრებიც.
   აქციასთან დაკავშირებით  რაჭაში სტუმრად იმყოფებოდნენ დანიის საპატიო კონსული – ესბენ ემბორგი  და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ბოლსის საშობაო ნაძვის ხის ფონდის “დამფუძნებელი – ლარს ბოლსი. ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორებს შეხვდათ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დავით გაგოშიძე. გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ამ სახის აქციები  მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. 
  

 


05 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  რეგიონის გუბერნატორ დავით გაგოშიძესთან, პარლამენტში ამბროლაურის და ონის მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად  ონის მუნიციპალიტეტის სოფელ  სორის მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილ  სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
   რეგიონში უკვე დაწყებულია საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოები, რისთვისაც მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. ვაუჩერების ხარჯზე,  ტრაქტორების გამოყენებით მოსახლეობას საშუალება აქვს  საგაზაფხულო სამუშოები ორგანიზებულად  ჩაატაროს ძალიან   დაბალ  ფასში, ეს კი მათთვის   დიდი შეღავათია. ,,ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთი გზით და სხვა საშუალებებით დავეხმაროთ ყველა სოფელს, ყველა გლეხს, რომ   მოსახლეობას საშუალება ქონდეს დაამუშაოს მიწა, მოიყვანოს  მოსავალი, დარჩეს მეტი შემოსავალი და დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი.  ამ გზით ვეხმარებით ჩვენს სოფელს, ჩვენს გლეხებს ფეხზე დადგომასა და ეკონომიკურად გაძლიერებაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
  

 

ყველა სიახლე

რეგიონში მიმდინარე და დასრულებული სოფლის განვითარების პროექტები
სოფლის განვითარება რაჭა – ლეჩხუმში (RDRL)
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სათემო ინიციატივების ხელშეწყობისა და სიღარიბის შემცირების პროექტი (COMBI)

 

 


ონი News
ამბროალურის მოამბე
ფერმერის მეგზური
 
შაორი

რაჭა / შაორის წყალსაცავი